კურსკის გუბერნატორი - დრონის შეჯახების შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა

კურსკში დრონის შეჯახების შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა "ტელეგრამ" არხზე დაწერა.

„წინასწარი ინფორმაციით, ღამით, კურსკში, კარლ მარქსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსს დრონი შეეჯახა. ზოგიერთ სართულზე ჩამსხვრეულია მინები. ასევე, აფეთქების ტალღის შედეგად კარლ მარქსის ქუჩაზე კურსკის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის შენობის რამდენიმე მინა დაზიანდა“, - წერს ოლქის გუბერნატორი.

მისი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცნობისათვის, მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა კურსკის ოლქის თავზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება