ირაკლი ფავლენიშვილი - გვყავს ხელისუფლება, რომელიც ვერ იყენებს გეოპოლიტიკურ ფანჯარას, ვერ სარგებლობს იმით, რომ უკრაინაში მიმდინარე ბარბაროსული ომის შედეგად რუსეთი სუსტდება და გვიჩნდება ისტორიული ფანჯარა

უკრაინაში მიმდინარე ბარბაროსული ომის შედეგად რუსეთი სუსტდება და გვიჩნდება ისტორიული ფანჯარა, როგორც ევროპული ინტეგრაციის, ასევე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, თუმცა ხელისუფლება ამით ვერ სარგებლობს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე დესტრუქციული ძალა კავკასიის რეგიონში არის რუსეთის ფედერაცია.

„ყველაზე დესტრუქციული ძალა ამ რეგიონში, კავკასიაში არის სწორედაც რომ რუსეთი. კვლავინდებურად ეთნოწმენდების გაგრძელების პოლიტიკური ძალა ერთადერთი არის რუსეთი. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ვერ იყენებს გეოპოლიტიკურ ფანჯარას, ვერ სარგებლობს იმით, რომ უკრაინაში მიმდინარე ბარბაროსული ომის შედეგად რუსეთი სუსტდება და გვიჩნდება ისტორიული ფანჯარა გარდა ევროპული ინტეგრაციის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ისტორიული ფანჯარა, თუმცა ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რა სურს კრემლს“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო