უკრაინაში მიმდინარე ბარბაროსული ომის შედეგად რუსეთი სუსტდება და გვიჩნდება ისტორიული ფანჯარა, როგორც ევროპული ინტეგრაციის, ასევე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, თუმცა ხელისუფლება ამით ვერ სარგებლობს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაზე დესტრუქციული ძალა კავკასიის რეგიონში არის რუსეთის ფედერაცია.
„ყველაზე დესტრუქციული ძალა ამ რეგიონში, კავკასიაში არის სწორედაც რომ რუსეთი. კვლავინდებურად ეთნოწმენდების გაგრძელების პოლიტიკური ძალა ერთადერთი არის რუსეთი. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ვერ იყენებს გეოპოლიტიკურ ფანჯარას, ვერ სარგებლობს იმით, რომ უკრაინაში მიმდინარე ბარბაროსული ომის შედეგად რუსეთი სუსტდება და გვიჩნდება ისტორიული ფანჯარა გარდა ევროპული ინტეგრაციის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ისტორიული ფანჯარა, თუმცა ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რა სურს კრემლს“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.