რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად "ვაგნერის“ ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ტვერის ოლქში ავიაკატასტროფის ათივე მსხვერპლის ვინაობა დადგენილია და მგზავრთა სიას შეესაბამება.

მათივე ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში დასრულდა მოლეკულურ- გენეტიკური გამოკვლევა.

„ტვერის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დასრულდა მოლეკულურ-გენეტიკური ექსპერტიზა. შედეგების საფუძველზე დადგენილია ათივე გარდაცვლილის ვინაობა, ისინი შეესაბამება ფრენის ფურცელში მითითებულ სიას", -აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, ოთხშაბათს ტვერის ოლქში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ცნობით, ავიაკატასტროფის დროს თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ : რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელი, ევგენი პროგოჟინი, სერგეი პროპუსტინი, ევგენი მაკარიანი, ალექსანდრ ტოტმინი, ვალერი ჩეკალოვი, დიმიტრი უტკინი, ნიკოლაი მატუსევი, პოლოტები : ალექსეი ლევშინი და რუსტამ კარიმოვი და ბორტგამცილებელი კრისტინა რასპოპოვა.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა