მიხაილო პოდოლიაკი - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთზე დრონებით თავდასხმებთან უკრაინას არაფერი აქვს საერთო, არსებობს გაგება, რომ ომი „სწორად" უნდა დასრულდეს, რათა რუსეთმა იგრძნოს იმის სიმძიმე, რაც გააკეთა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ადამიანები შიშში ცხოვრობენ.

„მათ ესმით, რომ ომი უკვე წააგეს, ესმით, რომ ისეთი არაა, როგორც დაგეგმეს. ესმით, რომ ის თანდათან გადადის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და არა მხოლოდ „გადადის“. მათ უკვე იციან რა არის სირენები, იციან რა არის ციდან მოულოდნელი თავდასხმები“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას რუსეთზე დრონებით თავდასხმასთან არაფერი აქვს საერთო.

„ეს ყველაფერი თანდათან მხოლოდ გაიზრდება. ამას მოწმობს ჩვენი დაზვერვის განცხადებები. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმებთან უკრაინას არაფერი აქვს საერთო, არსებობს გაგება, რომ ომი "სწორად" უნდა დასრულდეს, რათა რუსეთმა იგრძნოს იმის სიმძიმე, რაც გააკეთა. ჩვენს დაზვერვას ესმის, რომელი "უცხოპლანეტელები" აწყობენ ამას. „უცხოპლანეტელი" არსებების ეს ჯგუფები სულ უფრო მეტად არიან დაინტერესებული რუსულ საზოგადოებაზე ზეწოლით. იმისათვის, რომ ეს ომი სწორად დასრულდეს და მსოფლიომ სტაბილური ცხოვრება შეძლოს, რუსეთმა სრულად უნდა იგემოს ის, რაც შექმნა", - აღნიშნა პოდოლიაკმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა