რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, მოსკოვსა და ბრიანსკში დრონები ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ოლქის ლიუბერცის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რომელიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა, - ამის შესახებ რუსეთის დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა.

მისი თქმით, მსხვერპლი და დაზიანება არ ყოფილა. "დღეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ლიუბერცის რაიონში მოსკოვის მიმართულებით მფრინავი დრონი გაანადგურეს. წინასწარი ინფორაციით, მსხვერპლი და დაზიანება არ ყოფილა", - წერს მერი "ტელეგრამ" არხზე.

მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბრიანსკის ოლქის თავზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

ამასთან, რუსული მედია იუწყება, რომ მოსკოვის „ვნუკოვოსა" და "დომოდედოვოს" აეროპორტებმა დღეს დილით თვითმფრინავების მიღება და გაშვება დროებით შეაჩერეს.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება