რუმინეთი ელოდება საჭირო დოკუმენტებს, რომელიც უკრაინელ პილოტებს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე წვრთნების დაწყების საშუალებას მისცემს, - ამის შესახებ რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, მარსელ კოლაკუმ განაცხადა.
„მომდევნო დღეებში ველოდები დოკუმენტებს (პილოტების მომზადებისთვის) და ეს ბოლო დაბრკოლებაა“, - აღნიშნა რუმინეთის პრემიერმა.
შეგახსენებთ, დანიამ, ნიდერლანდებმა და ნორვეგიამ უკრაინისთვის F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის გადაწყვეტილება მიიღეს. უკრაინელმა პილოტებმა F-16 თვითმფრინავების მართვის შესწავლის მიზნით წვთნები დანიაში უკვე დაიწყეს. ასევე ცნობილი გახდა, რომ წვრთნებს საბერძნეთი და პორტუგალიაც შეუერთდებიან.