ისრაელისა და ლიბიის საგარეო მინისტრების შეხვედრას ლიბიაში საპროტესტო აქციები მოჰყვა

ლიბიის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელი კოენს უფლებამოსილება შეუჩერა მას შემდეგ, რაც ის ისრაელელ კოლეგას, ალ-მანგოუშს არაოფიციალურად შეხვდა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა ნაჯლა ალ-მანგოუშთან შეხვედრას ურთიერთობების დამყარებისკენ გადადგმული ისტორიული პირველი ნაბიჯი უწოდა.

ლიბიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ შეხვედრა მოუმზადებელი და შემთხვევითი იყო და იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შეხვედრის დროს არ მომხდარა არანაირი დისკუსია, შეთანხმება ან კონსულტაცია.

აღნიშნული განცხადების მიუხედავად, შეხვედრას ლიბიაში საპროტესტო აქციები მოჰყვა, რადგან ტრიპოლი ისრაელს არ ცნობს და პალესტინას უჭერს მხარს.

საპროტესტო აქციები დაიწყო დედაქალაქ ტრიპოლში და კიდევ რამდენიმე ქალაქში გაიმართა. დემონსტრანტებმა გზები გადაკეტეს, საბურავები დაწვეს და პალესტინის დროშა ააფრიალეს.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა