ესპანეთსა და იტალიას ძლიერი ქარი და წვიმა დაატყდა თავს, საბერძნეთში კი ტყის ხანძრებს ებრძვიან

ესპანეთსა და იტალიაში ძლიერმა ქარმა და წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ბალეარის კუნძულებზე, კატალონიასა და ვალენსიაში განგაშის ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა, ქალაქ ბარსელონაში კი რეკორდული რაოდენობის ნალექი დაფიქსირდა.

ძლიერი ქარი და კოკისპირული წვიმა მოვიდა ჩრდილოეთ იტალიაშიც. ლომბარდიაში ძლიერმა ქარიშხალმა ხეები ამოძირკვა და შენობების სახურავები დააზიანა. ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს ლიგურიასაც.

ამასთან, კვლავ ტყის ხანძრებს ებრძვიან საბერძნეთში. სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, კვირას ქვეყნის მასშტაბით 105 დიდი და მცირე ხანძრის კერა ფიქსირდებოდა, მათგან 46 ბოლო 24 საათის განმავლობაში გაჩნდა.

ყველაზე რთული მდგომარეობაა ევროსის რეგიონში, თურქეთთან საზღვართან, სადაც კვირას ევაკუაციის ბრძანება კიდევ ორმა ​​დასახლებულმა პუნქტმა მიიღო.

ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ევროპაში ხანძრების სიხშირის ზრდა კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო