დიდ ბრიტანეთში ავიადისპეტჩერების მუშაობაში ტექნიკური ხარვეზები გამოვლინდა. ინფორმაციას NATS-ზე (დიდი ბრიტანეთის 15 უმსხვილეს აეროპორტში საჰაერო მოძრაობის მართვის მომსახურების მიმწოდებელი) დაყრდნობით, Sky News ავრცელებს.
„ჯერჯერობით ტექნიკური პრობლემა არ შეგვექმნა და ჩვენ შევზღუდეთ ტრანსპორტის ნაკადი, რათა დაგვეცვა უსაფრთხოება. ჩვენი ინჟინრები ხარვეზების გამოვლენაზე და მის აღმოფხვრაზე მუშაობენ“, - განაცხადეს NATS-ში.
გამოცემის ცნობით, პრობლემის აღმოფხვრის დრო ჯერჯერობით უცნობია.
ამასთან, ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის „ევროკონტროლი“ განცხადებით, დიდ ბრიტანეთში ფრენების შესახებ მონაცემთა დამუშავების სისტემაში არსებული პრობლემების გამო, აეროპორტების მუშაობაში მოსალოდნელია „ძალიან დიდი“ შეფერხებები.