ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს სარდლობასთან ფრონტზე შექმნილი ვითარება და უკრაინის საჰაერო ძალების ახალ თვითმფრინავებზე გადასვლის საკითხები განიხილა

დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს სარდლობასთან თათბირი ჩაატარა, რომლის დროსაც ფრონტზე შექმნილი ვითარება, რუსული არმიის მიერ ინფრასტრუქტურის შესაძლო დაბომბვებისთვის მომზადების და უკრაინის საჰაერო ძალების ახალ თვითმფრინავებზე გადასვლის საკითხები განიხილეს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მაქსიმალური ყურადღება შეტევით ოპერაციებს, იარაღით და საჭირო საშუალებებით უზრუნველყოფას უნდა დაეთმოს.

„თათბირზე ასევე კრიტიკული და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის გეგმის რეალიზებაზე და ზამთრისთვის მომზადებაზე ვიმსჯელეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა