თურქეთის პრეზიდენტი რუსეთს ეწვევა

თურქეთის მმართველი პარტიის ოფიციალური წარმომადგენლის, ომერ ჩელიკის განცხადებით, უახლოეს მომავალში თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვიზიტით სოჭში გაემგზავრება, სადაც რუსულ მხარესთან „მარცვლეულის შეთანხმების“ საკითხზე იმსჯელებს.

ომერ ჩელიკმა არ დააზუსტა, დაგეგმილია თუ არა ერდოღანის შეხვედრა მის რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან.

სააგენტო Bloomberg-ის გავრცელებული ინფორმაციით კი, თურქეთის პრეზიდენტი რუსეთში გამგზავრებას 8 სექტემბერს გეგმავს, სადაც ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გამართავს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტი „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელების მომხრეა, რომელიც უკრაინას შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას აძლევდა და რომელიც რუსეთმა ცალმხრივად შეწყვიტა.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა