საპრეზიდენტო არჩევნების საქმეზე დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი 2024 წლის 4 მარტს დაიწყება

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საქმეზე, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობას ეხება, პირველი სასამართლო განხილვა 2024 წლის 4 მარტს - საპრეზიდენტო პრაიმერიზის „სუპერსამშაბათის" წინ ჩატარდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტრამპის ადვოკატები სასამართლო განხილვის გადადებას 2026 წლამდე ითხოვდნენ, ბრალდების მხარე კი - სასამართლო პროცესის დაწყებას უკვე 2024 წლის 2 იანვარს. ფედერალური მოსამართლის ტანია ჩუტკანის გადაწყვეტილებით, განხილვა 2024 წლის 4 მარტს დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ექს-პრეზიდენტს ბრალდება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე აგვისტოში წაუყენეს. ამ საქმეზე ბრალდებულია დონალდ ტრამპის კიდევ 18 თანამებრძოლი, რომელთა შორისაა მისი ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მარკ მედოუზი და ნიუ-იორკის ყოფილი მერი, რუდოლფ ჯულიანი.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს