14.07.2025 / 09:02
ვოლოდიმირ ზელენსკი - მაქსიმალურად ვზრდით იარაღის წარმოების მოცულობას

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანა საკუთარი იარაღის, კერძოდ ჭურვების, დრონების, რაკეტების, ჯავშანტექნიკის და მსგავსი წარმოების მაქსიმალურად გაზრდას გეგმავს და სახელმწიფოს ამისთვის ფინანსები აქვს.

მედიის ინფორმაციით, უკრაინული იარაღის წარმოებასთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ სტრატეგიული მრეწველობის სამინისტროს, "უკრობორონპრომის" წარმომადგენლები და შიდა წარმოების ხელმძღვანელები.

"ქვემეხები, რომელიც დამზადებულია უკრაინაში, ჭურვები, რომელიც დამზადებულია უკრაინაში. დრონები, რაკეტები, ჯავშანტექნიკა. ჩვენ მაქსიმალურად ვზრდით წარმოების მოცულობას. უკრაინას შეუძლია ამის გაკეთება. ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია უკეთეს შედეგს მოიტანს", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისათვის, გუშინ ზელენსკიმ უმაღლეს სარდლობასთან თათბირი ჩაატარა, რომლის დროსაც ფრონტზე შექმნილი ვითარება, რუსული არმიის მიერ ინფრასტრუქტურის შესაძლო დაბომბვებისთვის მომზადების და უკრაინის საჰაერო ძალების ახალ თვითმფრინავებზე გადასვლის საკითხები განიხილეს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მაქსიმალური ყურადღება შეტევით ოპერაციებს, იარაღით და საჭირო საშუალებებით უზრუნველყოფას უნდა დაეთმოს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა