რუსულმა ძალებმა ტორეცკი კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ტორეცკი "ურაგანის" მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან დაბომბეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დონეცკის რეგიონალური პროკურატურის ცნობით, რუსებმა ქალაქი კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით დაბომბეს. ჭურვმა 39 წლის ქალი იმსხვერპლა, რომელიც თავდასხმის დროს საკუთარ ეზოში საოჯახო საქმეებს ასრულებდა.

ამასთან, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი, 72, 73 და 88 წლის ქალები დაშავდნენ, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანდა კერძო სახლები და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები.

სამართალდამცავებმა გამოძიება ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე დაიწყეს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა