რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - ტულაში უკრაინული დრონები ჩამოვაგდეთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ტულის ოლქში ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

„დღეს დილით აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ობიექტებზე ორი დრონით. უპილოტო საფრენი აპარატები საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, ბოლო პერიოდში ხშირად ავრცელებს ინფორმაციას რუსეთის ტერიტორიაზე დრონების განადგურების შესახებ და დრონებით შეტევას “კიევის რეჟიმის” ტერორისტულ თავდასხმად" აფასებს. უკრაინის ხელისფლებაში დრონებით შეტევასთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებენ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში