„ჰითროუს“ აეროპორტი შეფერხებით იმუშავებს

მოძრაობის კონტროლის სისტემაში შექმნილი ხარვეზის შემდეგ ლონდონის უმსხვილესი აეროპორტი შეფერხებით იმუშავებს.

SkyNews-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემაში არსებული ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია, მაგრამ ამის შედეგები მაინც იქონიებენ ზეგავლენას ქვეყნის აეროპორტების მუშაობაზე, მათ შორის, ლონდონის უმსხვილესი აეროპორტის - „ჰითროუს“, მუშაობაზე.

სააგენტოს ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გაუქმდა 232 რეისი დიდი ბრიტანეთიდან და 271 რეისი დიდ ბრიტანეთში, რაც ყველა რეისის 8-9% შეადგენს, დისპეტჩერებს ფრენების გეგმების შეყვანა ხელით რეჟიმში უწევდათ.

დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრის, მარკ ჰარპერის განცხადებით, პრობლემის გადაწყვეტის მიუხედავად, მისი შედეგები გარკვეული დრო მაინც აისახება დიდი ბრიტანეთის აეროპორტების ნორმალურ მუშაობაზე.

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში ავიადისპეტჩერების მუშაობაში ტექნიკური ხარვეზი გუშინ გამოვლინდა და ქვეყნის 15 უმსხვილეს აეროპორტს შეეხო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება