ესპანეთის ქალაქი ტოლედო ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას უმასპინძლებს.
ევროპული საბჭოს ინფორმაციით, მინისტერიალი დღეს და ხვალ გაიმართება და მას ესპანეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მარგარიტა რობლესი უმასპინძლებს. შეხვედრა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თავმჯდომარეობით გაიმართება.
თავდაცვის საკითხებზე არაფორმალური მინისტერიალი ფოკუსირებული იქნება უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე, მის გლობალურ და რეგიონალურ გავლენაზე და ასევე ნიგერში არსებულ ვითარებაზე.