სექტემბერში ინდოეთში დაგეგმილ G20-ის სამიტს ვლადიმერ პუტინის ნაცვლად, სერგეი ლავროვი დაესწრება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტს არ დაესწრება. ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის კანცელარიის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტს გამოტოვებს, რომელიც ინდოეთში სექტემბერში ჩატარდება და მის ნაცვლად სამიტის მუშაობაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მიიღებს მონაწილეობას.

ასევე მოდის კანცელარიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინსა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ, ნარენდრა მოდის შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროს იოჰანესბურგში ჩატარებული BRICS-ის სამიტის შედეგები, ამ ორგანიზაციის გაფართოების მნიშვნელობა, რუსეთსა და ინდოეთს შორის ურთიერთობების აქტუალური საკითხები იქნა განხილული.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერი არის გაცემული, თუმცა ინდოეთი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მონაწილე არ არის.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა