დავით უსუფაშვილი - ხელისუფლება ჯიუტად, ჩინეთთან აპირებს სტრატეგიულ პარტნიორობას, ტრაგიკომიკურ სიტუაციაში ვართ, მაგრამ  ჩვენი მეგობრები არ დაუშვებენ, რომ ჩინეთმა და ინდოეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პოლიტიკა დაიწყონ

ხელისუფლება ჯიუტად, ჩინეთთან აპირებს სტრატეგიულ პარტნიორობას, ტრაგიკომიკურ სიტუაციაში ვართ, მაგრამ მინდა ყველა დავამშვიდო, რომ საქართველოს მეგობრები არ დაუშვებენ, რომ ჩინეთმა, ინდოეთმა და ა.შ. საქართველოს მიმართ დაიწყონ აღიარების პოლიტიკა, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა იმის შესახებ, რომ „რუსეთი ეცდება ჩინეთმა და ინდოეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები აღიარონ“.

უსუფაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ხელს აწერს დოკუმენტებს, რომ ჩინეთთან ერთად შეეწინააღმდეგება მსოფლიოში ამერიკული და ევროპული სტილის მმართველობის დამკვიდრებას, მაშინ როცა სწორედ მათი დამსახურებაა არაღიარების პოლიტიკის წარმატება.

„საქართველოს ხელისუფლება ჯიუტად, სწორედ ჩინეთთან აპირებს სტრატეგიულ პარტნიორობას და ხელს აწერს დოკუმენტებს, რომ ჩინეთთან ერთად შეეწინააღმდეგება მსოფლიოში ამერიკული და ევროპული სტილის მმართველობის დამკვიდრებას, ასეთ ტრაგიკომიკურ სიტუაციაში ვართ, მაგრამ მინდა ყველა დავამშვიდო, რომ საქართველოს მეგობრები სწორედ ევროპა, აშშ და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოები არ დაუშვებენ, რომ ჩინეთმა, ინდოეთმა, ბრაზილიამ, ვენესუელამ და ა.შ. დაიწყონ აღიარების პოლიტიკა საქართველოს მიმართ. დღემდე აღიარების პოლიტიკა რომ არის იქ, სადაც არის, ეს არის დემოკრატიული სამყაროს დამსახურება და არა რომელიმე ქართული ხელისუფლების დამსახურება,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარონ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი