გაერო - უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ 9 511 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან 2023 წლის 27 აგვისტომდე უკრაინაში 9 511 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 17 206 - დაშავდა, - ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR) ავრცელებს.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, რადგან ფერხდება ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და ასევე, ბევრი ფაქტი ჯერ კიდევ დაუდასტურებელია.

„ეს ეხება, მაგალითად, მარიუპოლს (დონეცკის ოლქი), ლისიჩანსკს, პოპასნას და სევეროდონეცკს (ლუგანსკის ოლქი), სადაც ვრცელდება ცნობები მშვიდობიან მოსახლეობას შორის ბევრი გარდაცვლილის შესახებ“, - აღნიშნულია ორგანიზაციის ანგარიშში.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა