ბელარუსში რუსეთის შეიარაღებული ძალების ახალი ეშელონი ჩავიდა

ბელარუსში რუსეთის შეიარაღებული ძალების ახალი ეშელონი ჩავიდა. მედიის ცნობით, ეს რუსეთის შეიარაღებული ძალების უკვე მეორე ეშელონია, რომელიც ბელარუსში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.

„რუსი სამხედროები ბელარუსში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ოპერატიული რეაგირების ძალებთან ერთობლივ წვრთნებში „ურთიერთმოქმედება - 2023“-ში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ, რომელიც ამ ქვეყნის ტერიტორიაზე 1-დან 6 სექტემბრამდე ჩატარდება ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბელარუსული მედია ასევე იუწყება, რომ ამავე დროს ქვეყნის ტერიტორიაზე კიდევ 4 სამხედრო წვრთნის ჩატარება არის დაგეგმილი.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა