უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა სამხრეთით ვერბოვეს მიმართულებით წარმატებას მიაღწიეს

უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქში, ნოვოდანილოვკა-ვერბოვოს მიმართულებით წარმატებას მიაღწიეს და მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„თავდაცვის ძალებმა ნოვოდანილოვკა-ვერბოვოს მიმართულებით წარმატებას მიაღწიეს, მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან და მტრის იდენტიფიცირებულ სამიზნეებს არტილერიით საცეცხლე ზიანს აყენებენ“, - აცხადებენ გენშტაბში.

გენშტაბის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ქალაქ ბახმუტის სამხრეთით და მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან.

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა დონეცკის ოლქის ავდიივკასა და მარინკას რაიონებში.

გენერალური შტაბში აცხადებენ, რომ რუსული ძალები პირადი შემადგენლობის, იარაღისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან, ქვედანაყოფებისა და საჯარისო ნაწილების გადაადგილებას ახორციელებენ და აქტიურად იყენებს რეზერვებს.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსული ჯარების შეტევის შეკავებას კუპიანსკის, ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებებით.

„მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარა დონეცკის ოლქის კლეშჩეევკას რაიონში. მძიმე ბრძოლები გრძელდება“, - აცხადებენ გენშტაბში.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი