ტაივანის თავდაცვის სამინისტრო - ჩინეთმა კუნძულის გარშემო სამხედრო აქტივობა განაახლა

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთმა კუნძულის გარშემო სამხედრო აქტივობა განაახლა.

აღნიშნულ განცხადებას ტაივანის სამხედრო უწყება სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter-ი) ავრცელებს და ტაივანის სრუტეში სამხედრო დაძაბულობის შესაძლო მკვეთრ ზრდაზე აფრთხილებს.

კერძოდ, კუნძულის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო ძალების მიერ ჩინეთის არმიის 24 თვითმფრინავი იქნა აღმოჩენილი, მათ შორის, J-10 და J-16-ის ტიპის გამანადგურებლები და უპილოტო საფრენი აპარატები.

ამასთან, 12 თვითმფრინავმა ტაივანის სრუტეს შუა ხაზი გადაკვეთა, რომელიც არაფორმალურ საზღვარს წარმოადგენს და კუნძულის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის იდენტიფიცირების ზონაში შევიდა, ასევე თვითმფრინავებთან ერთად საბრძოლო პატრულირებას 5 ჩინური ხომალდი ახორციელებდა.

ვიტალი ბალა - უკრაინელი ხალხის რუსული აგრესიის წინააღმდეგ 1428-დღიანი ბრძოლის მთავარი შედეგი ისაა, რომ რუსეთმა უკრაინა მუხლებზე ვერ დააჩოქა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი