„ევროოპტიმისტებმა“ პარლამენტში დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის საინვესტიციო და დროებითი ბინადრობის უფლების გარკვეული ვადით შეჩერებას ითვალისწინებს

ჩვენმა პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროოპტიმისტებმა“ დღეს დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის საინვესტიციო და დროებითი ბინადრობის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს გარკვეული ვადით, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძე აცხადებს, რომ ქართული კანონმდებლობა უკიდურესად ლიბერალურია და მაშინ, როცა რუსეთის მოქალაქეები აქტიურად იძენენ ქონებას და იღებენ ბინადრობის უფლებას, მორატორიუმის გამოცხადება აუცილებელია.

„ქართული კანონმდებლობა უკიდურესად ლიბერალურია ამ კუთხით. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მოქალაქე 300 000 დოლარის ექვივალენტ ინვესტიციას ჩადებს ქვეყანაში ან იყიდის ამ ღირებულების უძრავ ქონებას, მას საინვესტიციო ბინადრობის უფლება ენიჭება და 5 წელი შეუძლია ქვეყანაში ცხოვრება, ხოლო 5 წლის შემდეგ შეუძლია მოითხოვოს მუდმივი ბინადრობის უფლება. ხოლო 100 ათასის ღირებულების უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში, უფლება აქვს მოკლევადიანი ბინადრობის უფლება მიიღოს. ჩვენ ვაცხადებთ მორატოროუმს კანონის ამ მუხლებზე. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირის ბევრმა სახელმწიფომ და მიგვაჩნია, რომ ეს აუცილებელია დღეს შექმნილ ვითარებაში, როცა ქვეყანაში რუსეთის ათეულ ათასობით მოქალაქე იძენს ყველა სახის უძრავ ქონებას და მუდმივად ცხოვრების უფლება მარტივდება,"- განაცხადა გოცირიძემ.

აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფის კიდევ ერთი წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, დროებითი მორატორიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსული სპეცსამსახურების საქართველოში ინფლიტრაციის ფონზე.

„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვართ ინვესტიციების წინააღმდეგ, მაგრამ სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, მაშინ, როცა რუსული სპეცსამსახურების ინფლიტრაცია საქართველოში ძალიან მაღალია და ქონების შესყიდვა შეიძლება კრემლმა აქტიურად გამოიყენოს. ამიტომ დროებითი მორატორიუმი არის კიდევ ერთი გამოსავალი. ხელისუფლება აპელირებს ხოლმე მოგონილ პოპულიზმზე, მაგრამ მსგავსი მორატორიუმი გადაწყვეტდა ბევრ პრობლემას,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად