ჩელიაბინსკში რუსული მი-8 ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

ჩელიაბინსკის ოლქის სოსნოვსკის რაიონში, მი-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც, ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა.

ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა.

„სოსნოვსკის რაიონის სოფელ პრუდნის მახლობლად, გეგმური ფრენის დროს, მი-8 ტიპის ვერტმფრენი ტყეში ჩამოვარდა“, - განაცხადა წყარომ.

მისი თქმით, ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის წინასწარი მიზეზი ტექნიკის გაუმართაობაა.

სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, ჩამოვარდნილი საფრენი აპარატი რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ ეკუთვნოდა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს