უკრაინამ 84 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ კიდევ 84 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხების კომისარზე, ოლეგ კოტენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს ჩვენ მოვახერხეთ 84 დამცველის ცხედრის ახლობლებისთვის დაბრუნება", - აცხადებს კოტენკო.

მისივე თქმით, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხედრების რეპატრიაცია უკრაინის სამართალდამცავი უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით განხორციელდა.

„დაღუპული უკრაინელი სამხედროების ცხედრების დაბრუნების პროცესი გრძელდება. ეს ხდება ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად", - აცხადებს კოტენკო.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა