Bloomberg - ჰააგის სასამართლოს მიერ დაპატიმრების ორდერის გაცემის შემდეგ, პუტინი პირველად გეგმავს საზღვარგარეთ ვიზიტს

ჰააგის სასამართლოს მიერ დაპატიმრების ორდერის შემდეგ პუტინი პირველად გეგმავს საზღვარგარეთ ვიზიტს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოქტომბერში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს, ფორუმზე - „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ დასასწრებად. წყაროების ცნობით, პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტისგან სი ძინპინისგან ღონისძიებაში მონაწილეობის მოწვევა მიიღო.

Bloomberg-ის წყაროების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი მზად არის მხოლოდ ისეთ ქვეყნებს ეწვიოს, სადაც მისი სპეცსამსახურები სრულიად შეძლებენ მისი უსაფრთხოების გარანტირებას და ჩინეთი ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა.

ცნობისთვის, პუტინს რუსეთი არ დაუტოვებია მას შემდეგ რაც ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ მარტში მისი დაკავების ორდერი გასცა, უკრაინელი ბავშვების არალეგალურ დეპორტაციებთან დაკავშირებით. ამავდროულად, კრემლის ინფორმაციით, პუტინი რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს ეწვია.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა