აშშ უკრაინას 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

“დღეს სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ ვაცხადებთ, რომელიც დაეხმარება უკრაინას საკუთარი ტერიტორია და საკუთარი ხალხი დაიცვას. ეს პაკეტი მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შეიცავს, რომლებიც უკრაინას ბრძოლის ველზე დაეხმარება”, - წერია განცხადებაში.

პაკეტში შევა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის AIM-9M რაკეტები, საბრძოლო მასალა HIMARS სარაკეტო სისტემებისთვის, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, განაღმვის აღჭურვილობა, Javelin და სხვა ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები და რაკეტები, ცეცხლსასროლი იარაღისთვის 3 მილიონ ტყვიაზე მეტი, სასწრაფო დახმარების მანქანები და საბრძოლო მასალა დაბრკოლებების გასაწმენდად.

“რუსეთმა დაიწყო ეს ომი და ნებისმიერ მომენტში შეუძლია მისი დასრულება უკრაინიდან საკუთარი ჯარების გაყვანითა და სასტიკი თავდასხმების შეწყვეტით. სანამ ეს არ მოხდება, შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ერთიანი იქნებიან უკრაინასთან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო გახდება”, - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა