რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 5 ოლქში უკრაინული დრონები ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კიევმა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე დრონით თავდასხმა სცადა და რუსმა სამხედროებმა ეს თავდასხმა მოიგერიეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„დღეს, მოსკოვის დროით დაახლოებით 03:30 საათზე, აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, უპილოტო საფრენი აპარატით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე ტერორისტული თავდასხმა განეხორციელებინა. უპილოტო საფრენი აპარატი მოსკოვის ოლქის რუზსკის რაიონში ჩამოაგდეს", - აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 უკრაინული დრონი ბრიანსკის ოლქში, ერთი კი - ორიოლის ოლქში ჩამოაგდეს. უწყებაში აცხადებენ, რომ დრონები ჩამოაგდეს რიაზანისა და კალუგას ოლქებშიც.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქის დომოდედოვოს, ვნუკოვოსა და შერემეტევოს აეროპორტებმა რეისების მიღება და გაგზავნა დროებით შეაჩერეს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა