კიევზე სარაკეტო თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა

რუსული ძალების მიერ დღეს დილით კიევზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას მინიმუმ 2 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო "ტელეგრამზე" წერს.

მისი ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ განადგურებული სამიზნეების ნამსხვრევები უკრაინის დედაქალაქში რამდენიმე შენობას მოხვდა.

კიევის მერის თქმით, ამ დროისთვის აღმოჩენილია ორი ადამიანის ცხედარი, დაშავებულია კიდევ ერთი მოქალაქე, 24 წლის გოგო.

გიორგი კობერიძე - ევროპამ აჩვენა, რომ ის იწმინდება ავტოკრატიული გავლენებისგან და ეტაპობრივად შეუძლია საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026