სერგეი პოპკო - კიევს გაზაფხულის შემდეგ ასეთი ძლიერი თავდასხმა არ განუცდია - უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 20-ზე მეტი სამიზნე გაანადგურა

30 აგვისტოს ღამით და დილით უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევის საჰაერო სივრცეში 20-ზე მეტი სამიზნე გაანადგურა, - ამის შესახებ კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი პოპკო იუწყება.

"ღამის საჰაერო თავდასხმა. კიევს გაზაფხულის შემდეგ ასეთი ძლიერი თავდასხმა არ განუცდია. მტერმა განახორციელა მასიური, კომბინირებული შეტევა დრონებისა და რაკეტების გამოყენებით", - აცხადებს პოპკო.

მისი თქმით, რუსებმა თავდაპირველად უპილოტო საფრენი აპარატები (წინასწარი მონაცემებით, Shahed-ის დრონები) გამოიყენეს, შემდეგ კი Ту-95мс ტიპის სტრატეგიული თვითმფრინავიდან რაკეტები გაუშვეს. "საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით მტრის 20-ზე მეტი სამიზნე განადგურდა", - აცხადებს სერგეი პოპკო.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კიევზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ერთი ადამიანი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო