დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკინში ჩავიდა, სადაც ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლევერლი პეკინში ჩავიდა, სადაც ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს, ხან ჩჟენს შეხვდა.

ეს ბოლო 5 წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის პირველი ვიზიტია ჩინეთში.

The Gardian-ის ცნობით, შეხვედრის დროს ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ ორი ქვეყნის მთავრობებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია პირისპირ რეგულარული შეხვედრების გამართვა, რათა ყველანაირი გაუგებრობა იქნას აცილებული.

„ორმხრივ ურთიერთობებში ყველა ქვეყანას აქვს გარკვეული პრობლემები და უთანხმოება და მათი გადაწყვეტა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კლევერლიმ.

თავის მხრივ, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ ჩინეთსა და დიდი ბრიტანეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ურთიერთპატივისცემაზე და პრაქტიკულ თანამშრომლობაზე განვითარდება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს