გლდანის გამგეობის წარმომადგენელი - გუშინდელი უხვი ნალექის შედეგად, გლდანში ერთი ოჯახი დაზარალდა, რომელიც სასტუმროშია გადაყვანილი

მას შემდეგ, რაც გუშინ ცხელ ხაზზე დაფიქსირდა შეტყობინებები, გამგეობის წარმომადგენლები აბსოლუტურად ყველა მისამართზე მივიდნენ, დილის 06:00 საათამდე გაგრძელდა ეს პროცესი. პარალელურ რეჟიმში „თბილსერვისი“ მუშაობდა რაიონში, სადაც გზის დასუფთავება ქვა-ღორღისგან ხდებოდა. დღეის მდგომარეობით, სიტუაცია სრულად განმუხტულია, - ამის შესახებ გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ბესიკ კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინდელი უხვი ნალექის შედეგად, გლდანში ერთი ოჯახი დაზარალდა. კალაძის განმარტებით, ოჯახი ამ ეტაპზე სასტუმროშია გადაყვანილი.

„გუშინ გლდანის რაიონში ძლიერი ნალექი იყო. ძირითადად მეტროს ტერიტორიაზე, ე.წ.მიწისქვეშა გადასასვლელებში, სადაც კონკრეტული ნაწილის დატბორვა მოხდა, თუმცა შესაბამისი სამსახურების დროული ჩართულობით და რეაგირებით პრობლემა მოგვარებულია. ასევე, ადგილზე იმყოფებოდნენ გამგეობის წარმომადგენლები და ჩვენ რაც შეგვეძლო ჩვენი ძალებით, პირველ ეტაპზე მოსახლეობას დავეხმარეთ, რომ გამოსულიყვნენ გარე ტერიტორიაზე. უზრუნველვყავით, რომ პირველ ეტაპზე გათიშულიყო ელექტროენერგია, რადგან საფრთხე არ ყოფილიყო. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით სიტუაცია სრულად განმუხტულია.

რაც შეეხება დაზარალებულ ოჯახებს, ერთი ოჯახი გვყავს, რომელსაც დაენგრა კედელი, ისინი იმავე წუთში გადავიყვანეთ ჩვენ სასტუმროში, შემდეგ დავგეგმავთ, თუ ამ ოჯახთან დაკავშირებით რა ღონისძიებებს გავატარებთ“, - განაცხადა ბესიკ კალაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო