ევროკომისარი ტიერი ბრეტონი - ძალიან სწრაფად მივიღეთ სამართლებრივი აქტი იმ მიზნით, რომ უკრაინისთვის მეტი საბრძოლო მასალის წარმოება შევძლოთ

ევროკავშირის ქვეყნებმა და ევროინსტიტუციებმა სწრაფად შეძლეს სამართლებრივი ველის შექმნა და უკვე ასრულებენ სამრეწველო პროექტების განსაზღვრას, რომლებიც წელიწადში 1 მილიონზე მეტი საბრძოლო მასალის წარმოებისთვის სამრეწველო შესაძლებლობების განვითარების საშუალებას იძლევა.

აღნიშნული განცხადება ევროკომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში, ტიერი ბრეტონმა გააკეთა.

„მსჯელობა, უმეტესად, გრძელვადიან განზომილებაში უკრაინის მხარდაჭერის ჩვენი შესაძლებლობების გარშემო გაგრძელდება, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ამ ქვეყნის მოთხოვნილებები, განსაკუთრებით საბრძოლო მასალაში. მინდა შეგახსენოთ, რომ ძალიან სწრაფად შევძელით სამართლებრივი აქტის მიღება, ე. წ. ASAP (საბრძოლო მასალის წარმოების მხარდაჭერის აქტი), იმ მიზნით, რომ უკრაინისთვის მეტი საბრძოლო მასალის წარმოება შევძლოთ“, - განაცხადა ბრეტონმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს