გია ვოლსკი - მას შემდეგ, რა შინაარსის განცხადებითაც პრეზიდენტმა 26 მაისს ახალწვეულებს მიმართა, მისი აქტივობები თვალთმაქცობას უფრო ჰგავს

მას შემდეგ, რა შინაარსის განცხადებითაც პრეზიდენტმა 26 მაისს ახალწვეულებს მიმართა, ეს აქტივობები თვალთმაქცობას უფრო ჰგავს, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციას, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.

მისივე თქმით, თვალთმაქცობაა, როცა ამბობ, რომ ხელისუფლება ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას, ის სხვაა და ხალხი სხვა, ხოლო ამას ამატებ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი გინდა.

„საკმაოდ ინტენსიური იყო ურთიერთობები საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე, პრემიერ-მინისტრის დონეზე, მათ შორის გერმანიის კანცლერთან, პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან და პრინციპში, ევროპული ქვეყანა არ დარჩენილა, სადაც ინტენსიური კონსულტაციები არ გვქონდა. ჩემი პირადი აზრია, რომ მას შემდეგ, რა შინაარსის განცხადებითაც პრეზიდენტმა 26 მაისს მიმართა ახალწვეულებს, ეს აქტივობები თვალთმაქცობას უფრო ჰგავს. თუკი ამ ფორმულით ჩადიხარ ევროპულ დედაქალაქებში, რომ ხალხი სხვაა, მთავრობა სხვა და მთავრობა ხელს უშლის ევროინტეგრაციის პროცესს, ეს თვალთმაქცობაზე კიდევ უარესიც შეიძლება იყოს. თუ კონსტრუქციული და პოზიტიური პოზიციით ჩავა პრეზიდენტი თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსი, მისასალმებელია, მაგრამ დღეს ვხედავთ ბრიუსელის დერეფანში მორბენალ აქტივისტებს რადიკალური ოპოზიციიდან, რომლებიც ინტენსიურად მოუწოდებენ ყველას, არ დაუშვან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილი, ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას.

„საქართველოს პრეზიდენტი სწორედ ამ ვიზიტით იწყებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო