ნიდერლანდებმა და რუმინეთმა F-16 ტიპის თვითმფრინავების პილოტების სწავლებასა და მათი მომსახურებისთვის ბაზის შექმნის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს

ნიდერლანდებმა და რუმინეთმა F-16 ტიპის თვითმფრინავების პილოტების სწავლებასა და ამ თვითმფრინავების შესაბამისი მომსახურებისთვის ბაზის შექმნის შესახებ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რაც უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებაში ამ ქვეყნების წვლილი იქნება. აღნიშნული განცხადება ნიდერლანდების სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა, კაისა ოლონგრენმა გააკეთა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ჩვენი ერთობის და მხარდაჭერის დემონსტრირება. ნიდერლანდებმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს F-16 ტიპის თვითმფრინავების პილოტების სწავლებასა და ამ თვითმფრინავების შესაბამისი მომსახურებისთვის სასწავლო ცენტრის შექმნის შესახებ, რომელიც რუმინეთის ტერიტორიაზე განლაგდება. ეს ორი ევროპული ქვეყნის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯია უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებისთვის და რასაკვირველია, ყველა ევროპული ქვეყნის მხრიდანაც, რომლებიც F-16-ის კოალიციის მონაწილეები არიან“, - განაცხადა ოლონგრენმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო