გიორგი ბოტკოველი - მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, ევროპული ტურნე საქართველოდან დაიწყოს - გამოიყენოს ის ბერკეტები, რომელიც მის ხელშია, გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი

მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ ევროპული ტურნე საქართველოდან დაიწყოს. გამოიყენოს ის ბერკეტები, რომელიც მის ხელშია. შეასრულოს ევროპელი პარტნიორების არაერთი მოწოდება ქვეყნის დეპოლარიზაციისთვის, ევროპული მომავლისთვის - გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, 2023 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და პრეზიდენტის ჩართულობა, მისი მოქმედება და გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

„ვხედავთ, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაში არაფერს აკეთებს, პრეზიდენტის განცხადებებიც მოგვისმენია, მაგრამ არაერთგვაროვანი. რომელ ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრასაც გეგმავს, მათი არაერთი მოწოდებაა, რომ ქვეყანაში დეპოლარიზაციისთვის, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავდეს.

მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ ევროპული ტურნე დაიწყოს სწორედ საქართველოდან. პირველ რიგში განახორციელოს ის ბერკეტები, რომელიც მის ხელშია და ამ შემთხვევაში სწორედ ევროპელი პარტნიორების მოწოდებით გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრობიდან“, - აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილი, ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო