დიმიტრი პესკოვი - ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის კატასტროფის გამოძიება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის შიდა საქმეა და საერთაშორისო ასპექტზე საუბარი ზედმეტია

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი Embraer-ის თვითმფრინავის კატასტროფის, რომელშიც „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა, საერთაშორისო გამოძიებას არ დაუშვებს და აღნიშნა, რომ გამოძიება ქვეყნის შიგნით უნდა ჩატარდეს.

მისივე თქმით, გამოძიება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის შიდა საქმეა, და საერთაშორისო ასპექტზე საუბარი ზედმეტია.

„ვინაიდან გამოძიების დასკვნები ჯერჯერობით არ არის, ზუსტი ფორმულირება მიჭირს, მაგრამ ნათელია, რომ არსებობს ამ კატასტროფის სხვადასხვა ვერსიები, მათ შორის, ასე ვთქვათ, განზრახ ბოროტმოქმედებაზეც და ა. შ. ამიტომ დაველოდოთ ჩვენი გამოძიების შედეგებს, რომელსაც საგამოძიებო კომიტეტი ახორციელებს", - განაცხადა პუტინის პრესმდივანმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს