ვიქტორ ორბანი - რუსეთთან უსაფრთხოების შეთანხმება უნდა დავდოთ, რათა უზრუნველვყოთ უკრაინის სუვერენიტეტი, ნატო-ში გაწევრიანების გარეშე - მშვიდობის დამყარებისთვის საუკეთესო შანსია ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან უკრაინის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ „ხელშეკრულება“ უნდა დაიდოს.

აღნიშნული განცხადება ვიქტორ ორბანმა Fox News-ის ყოფილ წამყვანთან, ტაკერ კარლსონთან მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

მისივე თქმით, ამასთან, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება და ყირიმის ნახევარკუნძულზე ოფიციალური კიევის ნებისმიერი პრეტენზია უნდა გამოირიცხოს.

„ჩვენ რუსეთთან უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ შეთანხმება უნდა დავდოთ, რათა უზრუნველყოთ უკრაინის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი, მისი ნატოში გაწევრიანების გარეშე. ყირიმის დაბრუნება კი უკრაინისთვის სავსებით არარეალისტურია. უკრაინა ომის წაგებასთან ახლოს დგას, რადგან რუსულ ჯარს რიცხობრივი უპირატესობა აქვს", - აღნიშნა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის საუკეთესო შანსი აშშ-ს ექს-პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნება და ამ ქვეყნის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტა იქნება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო