უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან უკრაინის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ „ხელშეკრულება“ უნდა დაიდოს.
აღნიშნული განცხადება ვიქტორ ორბანმა Fox News-ის ყოფილ წამყვანთან, ტაკერ კარლსონთან მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
მისივე თქმით, ამასთან, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება და ყირიმის ნახევარკუნძულზე ოფიციალური კიევის ნებისმიერი პრეტენზია უნდა გამოირიცხოს.
„ჩვენ რუსეთთან უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ შეთანხმება უნდა დავდოთ, რათა უზრუნველყოთ უკრაინის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი, მისი ნატოში გაწევრიანების გარეშე. ყირიმის დაბრუნება კი უკრაინისთვის სავსებით არარეალისტურია. უკრაინა ომის წაგებასთან ახლოს დგას, რადგან რუსულ ჯარს რიცხობრივი უპირატესობა აქვს", - აღნიშნა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის საუკეთესო შანსი აშშ-ს ექს-პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნება და ამ ქვეყნის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტა იქნება.