უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი - არ ვიცით უნგრეთში როგორ ხდება, მაგრამ უკრაინა საკუთარი ტერიტორიებით არ ვაჭრობს

არ ვიცით უნგრეთში როგორ ხდება, მაგრამ უკრაინა საკუთარი ტერიტორიებით არ ვაჭრობს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო „ფეისბუქის” პირად გვერდზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ბოლო განცხადებების საპასუხოდ წერს.

“რეალურად უკვე ნერვიულობა დავიწყეთ, რომ ვიქტორ ორბანს დიდი ხანია არ მოუწოდებია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებების შეწყვეტისკენ და რუსეთის აგრესიის დაკანონებისკენ. უკვე ეჭვიც კი გვეპარებოდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოზიციის თანმიმდევრულობაში. არ ვიცით იქ უნგრეთში როგორ ხდება, მაგრამ უკრაინა არც საკუთარი ტერიტორიებით და არც საკუთარი სუვერენიტეტით არ ვაჭრობს და მსოფლიოც არ ივაჭრებს,” - წერს ნიკოლენკო.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება “მიუხედავად იმისა, თუ რა ადვოკატებს ჩართავს, გარდაუვალად აგებს პასუხს ყველა ბოროტებისთვის, რაც უკრაინელებს მოუტანა.”

ცნობისთვის, აქამდე ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთმა რუსეთთან უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეთანხმება უნდა გააფორმოს, რომელიც არ მოიცავს არც ყირიმის დაბრუნებას, არც ნატო-ში უკრაინის წევრობას. უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ასევე მიაჩნია, რომ მშვიდობის მიღწევის საუკეთესო შესაძლებლობა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა არის.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის