უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებსა და რუსებს შორის 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა - რუსებმა ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებებით წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 31 სარაკეტო და 66 საჰაერო დარტყმა განახორციელა და უკრაინის ჯარების პოზიციები და დასახლებები მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 53-ჯერ დაბომბა.

„რუსული ტერაქტების შედეგად, მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაშავებულები. დაზიანდა და განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა", - აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა ლიმანის მიმართულებით წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს ნოვოეგოროვკასა და ბელოგოროვკას რაიონებში, ასევე ბახმუტის მიმართულებით, კლეშჩეევკასა და კურდიუმოვკას რაიონებში.

„ავდიივკას მიმართულებით მტერმა არტილერიიდან და ნაღმტყორცნებიდან შეტევა განახორციელა დონეცკის ოლქის კერამიკის, ორლოვკას, ავდიივკას, პერვომაისკოეს, ნეველსკოეს დასახლებების წინააღმდეგ.მარინკას მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსული ჯარების წინსვლის შეკავებას დონეცკის ოლქის მარინკას მიდამოში. მტერმა დონეცკის ოლქის კრასნოგოროვკას, პობედას, ანტონოვკას, ნოვომიხაილოვკას, ვოდიანეს დასახლებების საარტილერიო დაბომბვა განახორციელა", - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლის მიმართულებით და მიღწეულ პოზიციებზე მაგრდებიან.

„თავდაცვის ძალების ავიაციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში 10 დარტყმა მიაყენა მტრის ცოცხალი ძალის თავმოყრის რაიონებს და 4 - მტრის საზენიტო სარაკეტო სისტემებს. გასული დღის განმავლობაში, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის თავმოყრის ერთ რაიონს, მართვის პუნქტსა და რადიოელექტრონული ბრძოლის სადგურს დაარტყეს", - აცხადებენ გენშტაბში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის