პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა თბილისში დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მიმართეს

პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა - ზაზა თავაძემ, გიორგი შარაშიძემ და სალომე კობალაძემ, ასევე პარლამენტის წევრმა ბექა ლილუაშვილმა, გენერალურ პროკურატურაში თბილისში დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებით ოფიციალური წერილი შეიტანეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს.

მათი ცნობით, პარტიის წევრები საქართველოს გენერალური პროკურორისგან, ირაკლი შოთაძისგან თბილისში დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებით პოლიტიკური კორუფციის ნიშნით გამოძიების დაწყებას ოფიციალურად ითხოვენ.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ მე-100 და 101-ე მუხლები საგამოძიებო ორგანოს ავალდებულებს გამოძიების დაწყებას, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში. გამოძიების დაწყების საფუძველია მათ შორის, ინფორმაცია, რომელიც მასმედიაში გამოქვეყნდა.

2023 წლის 25 აგვისტოს, თბილისის საკრებულომ (მმართველი პარტიის მხარდაჭერით) დაამტკიცა „განაშენიანების რეგულირების გეგმის“ (ე.წ. გრგ) მომზადებისა და მომზადებული გრგ-ს შესრულების საკითხები, რომლებიც ეხებოდა თბილისში ცათამბჯენების/კორპუსების აშენებას, მათ შორის „სპორტის უნივერსიტეტის“, „ლაგუნა ვერეს“ და რკინიგზის სადგურთან ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, თამარ მეფის გამზირზე და დიდ დიღომში.

ღია წყაროებში არსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ „სპორტის უნივერსიტეტის“ ტერიტორიაზე ინვესტორი „ქართული ოცნების“ შემომწირველი და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავი - ნოშრევან ნამორაძეა; ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიის მფლობელები „ქართული ოცნების“ დეპუტატ ნინო წილოსანთან დაკავშირებული პირები (მათ შორის, დეპუტატის ძმა და ოჯახის სხვა წევრები) არიან; თამარ მეფის გამზირზე მშენებლობას „ქართული ოცნების“ რაჭის მაჟორიტარი დეპუტატის - გოჩა ენუქიძის კომპანია ახორციელებს; „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ცათამბჯენების აშენებაზე გრგ-ს დავალება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიაზე (რომელსაც ფლობს ფონდი „ქართუ“ და რომლის დირექტორიც მისი დისშვილია) გაიცა, ხოლო დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე, 750 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე, რომელსაც ჰქონდა სამრეწველო ზონის სტატუსი, მასშტაბურ დეველოპერულ პროექტს „ქართული ოცნების“ შემომწირველი და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი - კობა კვეტენაძე ახორციელებს.

ზემოაღნიშნული იძლევა საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ადგილი აქვს არჩევნებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ კორუფციას მერიის და საკრებულოს მხრიდან, სახელისუფლებო პარტიისთვის არამართლზომიერი სარგებლის მინიჭების სანაცვლოდ, „ქართული ოცნების“ დეპუტატების, მათი ოჯახის წევრების, პარტიის შემომწირველების და პარტიასთან სხვაგვარად დაკავშირებული პირების სასარგებლოდ უკანონო გადაწყვეტილებების მიღებას.

კორუფციული გარიგებების შესახებ დასაბუთებულ ვარაუდს კიდევ უფრო აძლიერებს ის ფაქტი, რომ თბილისის იერსახისთვის სრულიად შეუსაბამო და მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი სამშენებლო პროექტების განხილვა და ნებართვების გაცემა დაჩქარებული წესით მოხდა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, სათანადო საჯარო განხილვები ურბანისტების, არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეების, სეისმოლოგების, გეოლოგების, ტრანსპორტის სპეციალისტების მონაწილეობით არ მომხდარა.

თბილისის მერიასთან დაკავშირებული სისტემური კორუფციის არაერთ სავარაუდო ფაქტზე მიუთითებს ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ა/წ 25 აგვისტოს გამოქვეყნებული შპს „თბილსერვის ჯგუფის“ საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. აღნიშნული შპს წარმოადგენს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დაფუძნებულ სუბიექტს, რომლის პასუხისმგებლობის არეალი, სხვა საკითხებთან ერთად, დედაქალაქში არსებული სადრენაჟე ქსელებისა და სანიაღვრე კოლექტორების ექსპლუატაცია და მოვლაა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, იმოქმედოთ კანონის შესაბამისად, დაიწყოთ გამოძიება, დეტალურად შეისწავლოთ როგორც არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური კორუფციის ზემოაღნიშნული, ისე ანგარიშში მითითებული კორუფციის სხვა ფაქტები და საზოგადოებას დროულად მიაწოდოთ ინფორმაცია განხორციელებული რეაგირების შესახებ“ - ნათქვამია ოფიციალურ წერილში.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა თბილისში დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მიმართეს

პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა - ზაზა თავაძემ, გიორგი შარაშიძემ და სალომე კობალაძემ, ასევე პარლამენტის წევრმა ბექა ლილუაშვილმა, გენერალურ პროკურატურაში თბილისში დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებით ოფიციალური წერილი შეიტანეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს.

მათი ცნობით, პარტიის წევრები საქართველოს გენერალური პროკურორისგან, ირაკლი შოთაძისგან თბილისში დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებით პოლიტიკური კორუფციის ნიშნით გამოძიების დაწყებას ოფიციალურად ითხოვენ.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ მე-100 და 101-ე მუხლები საგამოძიებო ორგანოს ავალდებულებს გამოძიების დაწყებას, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში. გამოძიების დაწყების საფუძველია მათ შორის, ინფორმაცია, რომელიც მასმედიაში გამოქვეყნდა.

2023 წლის 25 აგვისტოს, თბილისის საკრებულომ (მმართველი პარტიის მხარდაჭერით) დაამტკიცა „განაშენიანების რეგულირების გეგმის“ (ე.წ. გრგ) მომზადებისა და მომზადებული გრგ-ს შესრულების საკითხები, რომლებიც ეხებოდა თბილისში ცათამბჯენების/კორპუსების აშენებას, მათ შორის „სპორტის უნივერსიტეტის“, „ლაგუნა ვერეს“ და რკინიგზის სადგურთან ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, თამარ მეფის გამზირზე და დიდ დიღომში.

ღია წყაროებში არსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ „სპორტის უნივერსიტეტის“ ტერიტორიაზე ინვესტორი „ქართული ოცნების“ შემომწირველი და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავი - ნოშრევან ნამორაძეა; ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიის მფლობელები „ქართული ოცნების“ დეპუტატ ნინო წილოსანთან დაკავშირებული პირები (მათ შორის, დეპუტატის ძმა და ოჯახის სხვა წევრები) არიან; თამარ მეფის გამზირზე მშენებლობას „ქართული ოცნების“ რაჭის მაჟორიტარი დეპუტატის - გოჩა ენუქიძის კომპანია ახორციელებს; „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ცათამბჯენების აშენებაზე გრგ-ს დავალება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიაზე (რომელსაც ფლობს ფონდი „ქართუ“ და რომლის დირექტორიც მისი დისშვილია) გაიცა, ხოლო დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე, 750 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე, რომელსაც ჰქონდა სამრეწველო ზონის სტატუსი, მასშტაბურ დეველოპერულ პროექტს „ქართული ოცნების“ შემომწირველი და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი - კობა კვეტენაძე ახორციელებს.

ზემოაღნიშნული იძლევა საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ადგილი აქვს არჩევნებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ კორუფციას მერიის და საკრებულოს მხრიდან, სახელისუფლებო პარტიისთვის არამართლზომიერი სარგებლის მინიჭების სანაცვლოდ, „ქართული ოცნების“ დეპუტატების, მათი ოჯახის წევრების, პარტიის შემომწირველების და პარტიასთან სხვაგვარად დაკავშირებული პირების სასარგებლოდ უკანონო გადაწყვეტილებების მიღებას.

კორუფციული გარიგებების შესახებ დასაბუთებულ ვარაუდს კიდევ უფრო აძლიერებს ის ფაქტი, რომ თბილისის იერსახისთვის სრულიად შეუსაბამო და მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი სამშენებლო პროექტების განხილვა და ნებართვების გაცემა დაჩქარებული წესით მოხდა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, სათანადო საჯარო განხილვები ურბანისტების, არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეების, სეისმოლოგების, გეოლოგების, ტრანსპორტის სპეციალისტების მონაწილეობით არ მომხდარა.

თბილისის მერიასთან დაკავშირებული სისტემური კორუფციის არაერთ სავარაუდო ფაქტზე მიუთითებს ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ა/წ 25 აგვისტოს გამოქვეყნებული შპს „თბილსერვის ჯგუფის“ საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. აღნიშნული შპს წარმოადგენს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დაფუძნებულ სუბიექტს, რომლის პასუხისმგებლობის არეალი, სხვა საკითხებთან ერთად, დედაქალაქში არსებული სადრენაჟე ქსელებისა და სანიაღვრე კოლექტორების ექსპლუატაცია და მოვლაა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, იმოქმედოთ კანონის შესაბამისად, დაიწყოთ გამოძიება, დეტალურად შეისწავლოთ როგორც არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური კორუფციის ზემოაღნიშნული, ისე ანგარიშში მითითებული კორუფციის სხვა ფაქტები და საზოგადოებას დროულად მიაწოდოთ ინფორმაცია განხორციელებული რეაგირების შესახებ“ - ნათქვამია ოფიციალურ წერილში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის