მედია - რიში სუნაკი დღეს თავდაცვის ახალ მინისტრს დანიშნავს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი დღეს, სავარაუდოდ, თავდაცვის ახალ მინისტრს დანიშნავს.

მედიის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის პოსტზე ბენ უოლესს, შეიარაღებული ძალების მინისტრი ჯეიმს ჰეპეი, ან ხაზინის მთავარი მდივანი ჯონ გლენი შეცვლის.

The Daily Telegraph-ის ცნობით, თავდაცვის ახალ მინისტრად, შესაძლოა, ყოფილი მინისტრი, ლიამ ფოქსი დაინიშნოს.

შეგახსენებთ, უოლესმა გასულ თვეში გამოაცხადა, რომ მინისტრის პოსტის დატოვებას გეგმავდა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს