ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, სავარაუდოდ, G20-ის ქვეყნების ლიდერების სამიტს გამოტოვებს

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი, დიდი ალბათობით, G20-ის ქვეყნების ლიდერების სამიტს გამოტოვებს, რომელიც შემდეგ კვირას ინდოეთში გაიხსნება.

ინფორმაციას ჩინეთის და ინდოეთის მთავრობაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სამიტზე ოფიციალური პეკინი პრემიერ-მინისტრით, ლი ციანით იქნება წარდგენილი.

„სამიტი ჩინეთის პრეზიდენტსა და აშშ-ს პრეზიდენტ, ჯო ბაიდენის შორის შეხვედრის ადგილად განიხილებოდა. ამერიკის პრეზიდენტმა თავისი მონაწილეობა ოფიციალურად უკვე დაადასტურა, რადგან ჩინეთთან რიგი სავაჭრო და გეოპოლიტიკური უთანხმოებით გაფუჭებული ურთიერთობების დალაგება სურს. ბოლოს სი ძინპინი და ჯო ბაიდენი ერთმანეთს გასული წლის ნოემბერში ბალიზე ჩატარებული G20-ის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩინეთისა და ინდოეთის მთავრობების წარმომადგენლები კომენტარებისგან თავს იკავებენ. სამიტს ასევე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც გამოტოვებს, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ მის მაგივრად ნიუ-დელიში საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი გაემგზავრება.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით