მიხეილ სარჯველაძე - პრეზიდენტი ვალდებულია მთავრობასთან და პარლამენტთან შეთანხმდეს და კონკრეტული ვიზიტის საკითხი ამის შემდეგ გადაწყვიტოს - მოხდა პირიქით, ჯერ დაგეგმა და შემდეგ დაიწყო ფიქრი, რით ახსნილიყო ეს ყველაფერი

თუ პრეზიდენტს აქვს სურვილი, კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს, ვალდებულია მთავრობასთან და პარლამენტთან შეთანხმდეს და კონკრეტული ვიზიტის საკითხი ამის შემდეგ გადაწყვიტოს და არა პირიქით - ჯერ ვიზიტი დაგეგმოს და შემდეგ მიზეზები მოიგონოს, როგორ შეიძლება, შეუთანხმებლად გაემგზავროს გერმანიაში თუ ისრაელში, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯველაძის ინფორმაციით, „მოხდა პირიქით, მან ჯერ დაგეგმა და შემდეგ დაიწყო ფიქრი, რით ახსნილიყო ეს ყველაფერი“.

სარჯველაძემ ყურადღება კონსტიტუციაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ კონსტიტუციის თანახმად, საგარეო პოლიტიკის დამგეგმავი და განმახორციელებელი პარლამენტთან ერთად, არის მთავრობა.

„პრეზიდენტის საგარეო წარმომადგენლობითი უფლებები კი შეზღუდულია და სავალდებულოა მთავრობის თანხმობა. ეს არის კონსტიტუციის დოგმა. როცა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, მან გადასარევად იცოდა, რა იყო პრეზიდენტის ფუნქცია, კომპეტენცია და უფლებამოსილება. როცა მსგავსი ვიზიტები იგეგმება, ეს მთავრობასთან შეთანხმებას მოითხოვს. მოგვიანებით გაკეთებული ახსნა, თითქოს და ეს კამპანია და მოგზაურობები ევროკავშირის სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებისთვის იყო წამოწყებული, რათა კანდიდატის სტატუსის მოპოვება იყოს რაღაც ფორმით წახალისებული და ამ მიმართულებით წარიმართოს მუშაობა, ზოგიერთ შემთხვევაში მაინც, როცა ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებში ვიზიტებზეა საუბარი, ეს ყველაფერი ანტურაჟისთვის გამოყენებულ არგუმენტებს ჰგავს და არა რეალურ შინაარსს.

რეალურად იგეგმებოდა ვიზიტები, რომელსაც როგორც ჩანს, დასაბუთება აკლდა და მოგვიანებით იმისათვის, რომ რომელიმე სახელმწიფოში გამგზავრება თუ მოგზაურობა გამართლებულიყო, წარმოდგენილი იყო სტატუსის საკითხი.

ყველამ უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენ ჩვენი საქმიანობა კონსტიტუციის შესაბამისად დავგეგმოთ და არა პირიქით - ჯერ დავგეგმოთ და კონსტიტუციის ნორმები ჩვენს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებთან მოვიყვანოთ“, - განაცხადა სარჯველაძემ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ ვიზიტების შეუთანხმებლობის შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს რისკები და ეს რისკები არც თუ ისე ჰიპოტეტურია. სარჯველაძის შეფასებით, „უცხოელ პარტნიორებთან შეუთანხმებელი პოზიციების გავრცელებამ შეიძლება გარკვეული დისონანსი და პრობლემა შექმნას“.

„მის ვიზიტებთან მიმართებაში რისკი შეიძლება იყოს მანიპულაციური ინტერპრეტაციების შეთავაზება, მათ შორის უცხოელი კოლეგებისთვის. აქ ზედმიწევნით სიფრთხილეა საჭირო. საშიშროება შეიძლება არსებობდეს იმის, რომ გარკვეული უხერხულობა შექმნას პოზიციების შეუთანხმებლობამ და კითხვები გააჩინოს იმ მდგომარეობაზე, რაც საქართველოში არსებობს და მნიშვნელოვანია სტატუსის მიღებისთვის. შეთანხმებას თავისი ფუნქცია და მნიშვნელობა აქვს და ამის დაკნინება არ შეიძლება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა უკრაინაში, გერმანიაში, ბულგარეთში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, ისრაელსა და არაბთა საამიროებში ვიზიტებზე.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი