ირაკლი ფავლენიშვილი - მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს არ იწყალებს, რაც მიუღებელია, ფაქტია, რომ მისი რიტორიკით  ბოლო დროს „რუსული ოცნება“, მედვედევი და საქართველოს სხვა მტრები უკმაყოფილოები არიან

მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილის ბევრი საქციელი მიუღებელია, რომ მიხეილ სააკაშვილს არ იწყალებს და არ იყენებს მთავარ ინსტრუმენტს, რაც მას გააჩნია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის, ფაქტია, რომ მისი რიტორიკით ამ ბოლო დროს „რუსული ოცნება“, მედვედევი და საქართველოს სხვა მტრები უკმაყოფილოები არიან, - ამის შესახებ„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტს ეხმაურება.

ფავლენიშვილის თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ „რუსული ოცნება“ ყველა ინსტრუმენტს იყენებს იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საბოტაჟი მოახდინოს.

„ზოგადად, ვიზიტიც კარგი იქნება, რომ განახორციელოს ქალბატონმა სალომემ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი დაბრკოლება ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე არიან არა ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომლებიც მაქსიმალურად მხარს გვიჭერენ, არამედ „რუსული ოცნების“ წარმომადგენლები ანუ პრობლემა არის საქართველოში წარმოდგენილ კოლაბორაციონისტულ ხელისუფლებაში და შემხვედრი ნაბიჯები, რომელზეც შარლ მიშელი და სხვა დასავლელი პარტნიორები საუბრობენ, უნდა გადადგას სწორედაც რომ „ოცნებამ“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო