ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ტრანსნაციონალური კომპანია BAE Systems-ის წარმომადგენლებს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ტრანსნაციონალური კომპანია BAE Systems-ის წარმომადგენლებს შეხვდა, რომელიც იარაღის წარმოების, უსაფრთხოების და აეროკოსმოსურ დარგებში საქმიანობს.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომპანიის გენერალურ დირექტორს, ჩარლზ ვუდბერნს ვიზიტისთვის და უკრაინაში კომპანიის წარმომადგენლობის გახსნის გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან ვაფასებთ, როდესაც კერძო კომპანიები ამ რთულ დროს ჩვენს ქვეყანაში თავის ოფისებს ხსნიან. უპირველეს ყოვლისა, ეს ჩვენი ხალხის, უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ BAE Systems-ის მიერ წარმოებული შეიარაღება, კერძოდ L119-ის და M777-ის ტიპის საარტილერიო სისტემები და CV90-ის ტიპის ჯავშანმანქანები უკვე აქტიურად მუშაობენ უკრაინაში და ეხმარებიან მას გამარჯვებასთან მიახლოებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო