იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, მატარებელი ხუთ მუშას დაეჯახა, რომელიც ლიანდაგის სარემონტო სამუშაოებზე მუშაობდა

იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, მატარებელი ხუთ მუშას დაეჯახა, რომელიც ლიანდაგის სარემონტო სამუშაოებზე მუშაობდა. ყველა მათგანი დაიღუპა. ინფორმაციას იტალიური სააგენტო ANSA ავრცელებს.

„ინციდენტი ტურინთან ახლოს მოხდა. მატარებელი 160 კმ/სთ. სიჩქარით მოძრაობდა, გაუგებარი მიზეზებით, ის იმ ლიანდაგზე აღმოჩნდა, სადაც 7 კაცისგან შემდგარი სარემონტო ბრიგადა მუშაობდა. ვერც მემანქანემ, ვერც ბრიგადის უმეტესმა ნაწილმა რეაგირება ვერ მოასწრეს. ხუთი მუშა ადგილზე დაიღუპა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ადგილზე რეგიონის პრეზიდენტი, პიემონტ ალბერტო ჩირიო მივიდა.

უბედური შემთხვევის გამო, 16 რეგიონული მატარებლის რეისი გაუქმდა, კიდევ 12 ცხრილის ცვლილებით იმოძრავებს ან ავტობუსებით ჩანაცვლდება.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი